11:27 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 18:28:48, 884 ნახვა

სამხედრო
ვასილ ყულიჯანიშვილს რუსთავის სასაფლაოზე ხვალ დაკრძალავენ

ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს, პირველი კლასის რიგითს, ვასილ ყულჯანიშვილს რუსთავის სასაფლაოზე ხვალ, 29 სექტემბერს, 14:00 საათზე დაკრძალავენ.

„ვასილ ყულჯანიშვილის ცხედარი რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დღეს გადაასვენეს. IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურისთვის პატივის მისაგებად ეკლესიაში ახლობლები, მეგობრები, სამხედრო მოსამსახურეები და მოქალაქეები მთელი დღის განმავლობაში მიდიან.

გმირულად დაღუპულ სამხედროს დღეს პატივი კიდევ ერთხელ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა - ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ, ასევე, შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლებმა მიაგეს“, - წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში პატრულირებისას ქართველ სამხედროებზე თავდასხმა პირდაპირი ცეცხლით განხორციელდა. სროლების დროს სერჟანტი პაატა როსტობაია დაიჭრა. დაზღვევაზე მყოფი პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი კი დაშავებული თანამებრძოლის ევაკუაციის დროს დაიღუპა

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics