09:43 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 23:11:30, 736 ნახვა

სამართალი
უგულავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ამნისტიის საფუძველზე პატიმრობად 4 წელი და 6 თვე განესაზღვრა

მუხლი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას პატიმრობად 4 წელი და 6 თვე განუსაზღვრა,  9 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 "თბილსერვისის ჯგუფის" ეპიზოდზე  სასამართლომ უგულავა დამანაშავედ ცნო და  9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა ამნისტიის საფუძველზე საბოლოო სასჯელი 4,6 წლით განისაზღვრა. 

უგულავა იგივე მუხლით ბრალდებული იყო ასევე რიყის ეპიზოდზე, სადაც ის სრულად გამართლდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას გარკვეული პერიოდით საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება ეზღუდება. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ბრალდებულს გააჩნია, აგრეთვე იგი სარგებლობს შეწყალების უფლებითაც.

ცნობისთვის, დღეს  დაცვის მხარემ „თბილსერვისისა“ და რიყის გასხვიების საქმეზე სასამართლო პროცესის 1 კვირით გადადების შუამდგომლობა დააყენა. თუმცა, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ეს შამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ასევე სხდომაზე, მოსამართლემ უგულავას საშუალება მისცა, საბოლოო სიტყვა ეთქვა, თუმცა, ბრალდებულმა ამაზე უარი განაცხადა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics