21:44 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-17 14:23:33, 10386 ნახვა

სხვადასხვა
ყაზბეგის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირი N 11-სა და N 13-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

სამუშაოების შედეგად, 1 200 კვ.მ ფართობზე  მოეწყო გარე განათების სისტემა, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ასევე, მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, დამონტაჟდა გარე ტრენაჟორები და ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.

დასრულებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით უთმელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ლამაზი და გამწვანებული სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა. სკვერში ბავშვებისა და მოზრდილების დასასვენებლად უკვე ყველა პირობაა შექმნილი. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი სკვერების მოწყობას და რაიონს კიდევ არაერთი კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე შეემატება“, -განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოები, საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „გრინსერვისი+“ განახორციელა. სკვერის მოწყობისთვის ბიუჯეტიდან  208 334 ლარი გამოიყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics