2020-04-30 12:10:47, 7972 ნახვა
ომი უკრაინაში
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ბათუმში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერიდანაა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერიდანაა.
მისი თქმით, ინფიცირებული პირი მკაცრად იცავდა იზოლაციის წესებს და მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან შეხება არ ჰქონია.
„აღნიშნული პირი მკაცრად იცავდა იზოლაციის წესებს და მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან შეხება არ ჰქონია. ზოგადად, ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 36 შემთხვევაა დაკავშირებული, რომელთაგანაც 5 უკვე განიკურნა და რეაბილიტაციას გადიან 2 კვირიან საკარანტინე სივრცეში. საკარანტინე სივრცეში გვყავს 1707 პირი, 4200-მდე უკვე დატოვა საკარანტინე სივრცე. ჯერჯერობით სიტუაცია სტაბილურია“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,