08:43 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-15 17:01:39, 1240 ნახვა

საზოგადოება
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს

ბელარუსი ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო 11 აპრილს, მინსკის აეროპორტში, თბილისიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „დისიდენტბი“ ავრცელებს და ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დამცველმა რომან კისლიაკმაც დაადასტურა.

მისი თქმით, შიშკო 2022 წლიდან თბილისში ცხოვრობდა და, სავარაუდოდ, დაბრუნებისას დაკავების რისკი არასაკმარისად შეაფასა. 2024 წლის თავისუფლების დღის შემდეგ, მისი სახელი ბელარუსულ პროპაგანდისტულ მასალებში გამოჩნდა და ამ საქმესთან დაკავშირებით ბელარუსში ჩხრეკა ჩატარდა.

თავისუფლების დღე (25 მარტი) 1918 წელს ბელორუსის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებას უკავშირდება და ოპოზიციური მოძრაობის სიმბოლოდ ითვლება.

ბელორუსის ხელისუფლება რეგულარულად აფრთხილებს საზღვარგარეთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის შესაძლო სისხლის სამართლის დევნის შესახებ. ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეების სასაზღვრო დაკავებები და დაკითხვები რამდენიმე წელია მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics