21:09 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-07 14:21:06, 4894 ნახვა

პოლიტიკა
თურნავა: თუ იმედის ბანკის შექმნაზე განაცხადი შემოვა, განვიხილავთ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას, თქმით, თუ "იმედის ბანკის" დაარსების შემთხვევაში განაცხადს მიიღებენ, განიხილავენ.

"ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი ჩარჩო, როგორ გაიცემა ახალ ბანკზე ლიცენზია. თუ (იმედის ბანკზე) ახალი განაცხადი შემოვა, განვიხილავთ და შესაბამისად ვიმოქმედებთ", - თქვა თურნავამ. 

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა პროპაგანდისტულ ტელეარხებს "იმედსა" და პოსტივის სანქციები დაუწესა, "იმედმა" განაცხადა, რომ გეგმავს შექმნას საკუთარი ბანკი, სახელწოდებით "იმედის ბანკი".

"ჩვენ, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით „იმედის ბანკი", - განაცხადა "იმედმა".

ცნობისთვის, კომერციულ ბანკებს ფუნქციონირებისთვის ეროვნული ბანკის ლიცენზია სჭირდებათ, იმისთვის, რომ ორგანიზაციას კომერციული ბანკის სტატუსი მიენიჭოს, მან უნდა დააკმაყოფილოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები და ეს ლიცენზია მიიღოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics