01:10 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-06 21:24:08, 4433 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და აზერბაიჯანის დელეგაცია ბიზნეს ცენტრში მიიღო.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილმა ალიევს საქართველოში ნაყოფიერი ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა, რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო და ორმხრივად მომგებიანია.

მან აღნიშნა ორ ქვეყანას შორის ღრმა და ყოვლისმომცველი ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობა, სატრანსპორტო დერეფნის მაქსიმალურად გამოყენების პოტენციალი და ხაზი გაუსვა, რომ მჭიდრო პარტნიორობა, ზოგადად, ემსახურება როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებს.

ბიძინა ივანიშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი და სტაბილური ვითარების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გამოწვევებით სავსე ვითარებაში, ორივე ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა ყველა ღონე უნდა მიმართონ მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების შესანარჩუნებლად.

შეხვედრაზე განიხილეს ენერგეტიკის სექტორში მჭიდრო პარტნიორობა და საქართველო-აზერბაიჯანის მიერ ერთობლივად განხორციელებული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტები. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სტრატეგიული მნიშვნელობა რეგიონული კავშირისთვის. ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ ღიაა აზერბაიჯანული ინვესტიციებისთვის, რომლებიც ბოლო წლებში სწრაფად იზრდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics