09:41 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-24 17:41:57, 631 ნახვა

საზოგადოება
ზაჰესის დასახლებასთან მდებარე ორი ხიდი დაიკეტება

„ხვალ ზაჰესის დასახლებასთან მდებარე ორი ხიდი დაიკეტება და რეკონსტრუქცია დაიწყება“,-ამის შესახებ  დედაქალაქის  კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ალექსანდრე სუდაძემ განაცხადა.
სუდაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიამ ხიდების რეკონსტრუქციისთვის  4 მილიონ 400 ათას ლარამდე თანხა გამოჰყო.
„დღეის მდგომარეობით, ეს ხიდი საკმაოდ დაზიანებულია, რის გამოც დედაქალაქის ბიუჯეტიდან  4 მილიონ 400 ათას ლარამდე თანხაა გამოყოფილი. ხიდები ხვალ  დაიკეტება სრულად  24 :00 საათზე“,-განაცხადა სუდაძემ.
შეგახსენებთ, რომ  ზაჰესთან მდებარე ხიდები  მე-20 საუკუნის 50-იან  წლებში აშენდა და რეკონსტრუქცია 80-იანი წლების მერე არ ჩატარებულა.
ცნობისთვის, ტრანსპორტით მოძრაობა შემოვლითი გზებით იქნება შესაძლებელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics