15:11 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-03 10:42:06, 1540 ნახვა

საზოგადოება
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თელავში მრავალშვილიან ოჯახებს საჩუქრები მიუტანეს

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას აგრძელებს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს ქვეყნის ყველა რეგიონში ეხმარებიან.

შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსი დიმიტრი მაისურაძე და მისი თანამშრომლები ქალაქ თელავში მცხოვრებ მალხაზ მაისურაძის რვაშვილიან ოჯახს საახალწლოდ ესტუმრნენ. მათ მაისურაძეების ოჯახს საოჯახო ტექნიკა: სარეცხი მანქანა, პრესონალური კომპიუტერი, მტვერსასრუტი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტკბილეული და საკვები პროდუქტები გადასცეს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ასევე ეწვივნენ ქალაქ თელავში შალვა აფციაურის ხუთშვილიან ოჯახს. სამართალდამცველებმა აფციაურების მრავალშვილიან ოჯახს საოჯახო ტექნიკა: სარეცხი მანქანა, უთო, ტკბილეული და სხვა საკვები პროდუქტები მიუტანეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ქვეყნის მასშატბით, სამომავლოდაც გააგრძელებს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი, ასევე მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics