12:43 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-06 16:18:41, 977 ნახვა

სამხედრო
საველე-საწვრთნელ ბანაკში საერთაშორისო კონკურსის „ალიანტეს“ ეროვნული ფინალი გაიმართა

საველე-საწვრთნელ ბანაკში „პალდო“ საერთაშორისო კონკურსის „ალიანტეს“ ეროვნული ფინალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სერჟანტებმა კონკურსში მონაწილე 25 გუნდიდან ფიზიკური გამძლეობის მიხედვით 6 საუკეთესო გამოავლინეს.

სამხედრო მოსამსახურეებმა ყველა კონკურსანტს სერტიფიკატები გადასცეს და წარმატება უსურვეს.

„ალიანტეს“ წლევანდელი ეროვნული ფინალი აშშ-ში ტრაგიკულად დაღუპული კურსანტის ბესარიონ გორჯოლაძის ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც რამდენიმე წლის წინ კონკურსის გამარჯვებული იყო.

გამარჯვებული გუნდები ლიტვაში გაემგზავრებიან და ლიტვის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფინალში იასპარეზებენ.

ლიტვაში გამოვლენილი საუკეთესო 5 გუნდი, პირველად კონკურსის ისტორიაში, საქართველოში იმოგზაურებს.

ახალგაზრდები საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზებს ესტუმრებიან და ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან გამართავენ შეხვედრებს.

პროექტი „საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს“ ორგანიზებითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics