09:15 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 11:52:42, 2334 ნახვა

საზოგადოება Lifestyle
არქიმანდრიტი ბართლომე: სიმართლე ითქვას ვის უნდოდა პატრიარქის ლიკვიდაცია?! გეყოთ მკვლელები ეკლესიაში

მამალაძემ ეს ყველაფერი ცრუ მორჩილებით ჩაიდინა. დავალებს მიმცემი და მისი დამქაშები დაასახელონ!, - ამის შესახებ თბილისის ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

იგი საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა გიორგი მამალაძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ამათ ღმერთი არსადროს წამდათ“.

„სიმართლე ითქვას ვის უნდოდა პატრიარქის ლიკვიდაცია?! ვინ დაავალა მამალაძეს?! გეყოთ მკვლელები ეკლესიაში“, - წერს არქიმანდრიტი.

ცნობისთვის, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მამა გიორგი მამალაძე დააკავეს. ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გიორგი მამალაძე პარასკევს გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც მან საზღვარი გადაკვეთა და თვითმფრინავში ჩასაჯდომად ემზადებოდა. ამ დრომდე უცნობია რომელმა უწყებამ, ჩაატარა დაკავების ოპერაცია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics