18:30 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-07 20:09:04, 1776 ნახვა

მსოფლიო
ვიდეოზე რომელიც „Charlie Hebdo"-ზე თავდასხმას ასახავს ისმის სიტყვები -"ალაჰ აკბარ" - ვიდეო

"ისინი არიან, რელიგიური ფანატები და ტერირისტები, რომელთა დანდობაც არ შეიძლება", - ასე ეხმაურება, "საფრანგეთის ეროვნული ფრონტის" ლიდერი მარი ლე პენი დღეს პარიზში დატრიალებულ ტრაგედიას.

პოლიტიკოსი გამოდის ინიციატივით, მას შემდეგ რაც დადგინდება ტერორისტების ვინაობა, მათ ნათესავებს ჩამოერთვათ საფრანგეთის მოქალაქეობა და გაძევებული იყვნენ ქვეყნიდან.

ამასთან საინფორმაციო საშუალებებით, ვრცელდება „Charlie Hebdo"-ზე თავდასხმის ვიდეოკადრები, რომელიც, რედაქციის მოპირდაპირე სახურავიდან ტელეფონით გადაიღეს.

ვიდეოში ჩანს ტერორისტი, რომელიც რედაქციას ესვრის სიტყვებით "ალაჰ აკბარ". ტერაქტის შემდეგ თავდამსხმელები ყვირილით - „ალაჰ აქბარ“ და „წინასწარმეტყველისთვის შური ვიძიეთ“ გარბოდნენ. - არსებული ინფორმაციით ვიდეოს შესწავლა შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყეს.

შეგახსენებთ, პარიზში ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციის თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავებულია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

არსებული ინფორმაციით, რედაქციას თავს ორი ნიღბიანი ადამიანი ავტომატებით  დაესხა და იქ მომუშავე პერსონალს ცეცხლი გაუხსნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics