16:07 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-16 16:19:34, 1001 ნახვა

ეკონომიკა
"საქართველოს ბანკის" ავტოსესხით სარგებლობისას მომხმარებელი სესხის გადახდას მესამე თვიდან დაიწყებს

"საქართველოს ბანკის" ავტოსესხით სარგებლობისას მომხმარებელი სესხის გადახდას მესამე თვიდან დაიწყებს და დამატებით საჩუქრებს მიიღებს.

როგორც "ექსპრესნიუსს" "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს, დღეიდან, 1 თვის განმავლობაში, "საქართველოს ბანკი" და Toyota Centre Tbilisi მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევენ, განახლებული პირობებით შეიძინოს Toyota-ს მარკის ახალი ავტომანქანა სალონიდან.

მათივე ინფორმაციით, Toyota-ს მარკის ავტომანქანების: Corolla, Rav4, Prado, Land Cruiser 200 შესაძენად, მომხმარებელს შეუძლია სალონშივე შეავსოს ავტოსესხის განაცხადი, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთით და დაიწყოს სესხის გადახდა მესამე თვიდან. სესხთან ერთად, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა: ავტომანქანის დაზღვევა, ფასდაკლება 1 წლის მანძილზე ყველა სახის საწვავზე Wissol-ის ქსელში, Toyota Centre Tbilisi-ს სალონში 1 წლის განმავლობაში ავტომანქანის რეცხვა და გეგმიური მომსახურება უფასოდ.

შეთავაზების პირობების დეტალურად გაცნობა, სესხის კალკულატორით სარგებლობა და მანქანის სპეციფიკაციების ნახვა, შესაძლებელია ვებგვერდზე: www.newauto.ge





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics