02:49 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-10 14:35:13, 1839 ნახვა

ცესკო - ხმების ხელახალი გადათვლის პროცესი 24 500-მდე ამომრჩეველს შეეხო, უმეტესი უბნების შემთხვევაში შედეგები უცვლელია

ხმების ხელახალი გადათვლის პროცესი 24 500-მდე ამომრჩეველს შეეხო, უმეტესი უბნების შემთხვევაში შედეგები უცვლელია, - ამის შესახებ ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საჩივრების უმეტესობა საოლქო საარჩევნო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარდგენილი, რის გამოც მათი განხილვა არ მოხდა.

„კენჭისყრისა და შემდგომ დღეებში საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ შევიდა 1941 საჩივარი. აქედან საარჩევნო სუბიექტებმა წარადგინეს 1272, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა 564. კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად შეეხებოდა პროცედურულ საკითხებს, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგებს და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას. აღსანიშნავია, რომ საჩივრების უმეტესობა საოლქო საარჩევნო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარდგენილი, რის გამოც საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი 901 საჩივარი შესწავლისა და სათანადო სამართლებრივი შეუსაბამობის გამო დარჩა განუხილველი, ხოლო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრებიდან 126. ჯამში გადათვლის პროცესი შეეხო 24 500-მდე ამომრჩეველს და შესაბამის ხმებს. აღსანიშნავია, რომ უმეტესი უბნის შემთხვევაში შედეგები დარჩა უცვლელი. ზოგიერთი კი დაზუსტდა და შეიცვალა საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებით“, - განაცხადა გიორგი სანტურიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics