09:01 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 12:03:38, 953 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ბულვარში წიგნის ფორმის სუვენირების ჯიხურები დაიდგმება

ბათუმის ბულვარში, წიგნის ფორმის სასუვენირე დახლები განთავსდება.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი, ორიგინალური დიზაინის ჯიხურები ექსკლუზიურად, ბათუმის ბულვარისთვის შეიქმნა, რომელიც ძველ ვერცხლისფერ  ჯიხურებს   1 ივნისიდან ჩაანაცვლებს.  ახალ კონსტრუქციას, სიმბოლურად,  ამშვენებს წარწერა „ Boulvard 1881" და „Batumi"

ბულვარის ტერიტორიაზე სულ 30 ასეთი  დახლი განთავსდება. მომავალი წლისთვის კიდევ რამდენიმე მსგავსი ჯიხურის დამატება იგეგმება. 

ჯიხურების დიზაინისესკიზი, ბულვარის ადმინისტრაციის დიზაინერ სალომე შავაძეს ეკუთვნის. სუვენირებით მოვაჭრეები ჯიხურებში ვაჭრობის უფლებას აუქციონში გამარჯვების შემდეგ მოიპოვებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics