23:23 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-07 13:25:17, 3165 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს

იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ყველა ეს ცვლილება მხოლოდ ტექნიკური ან ფორმალური ხასიათის არის, კანონის მთავარი რეპრესიული მიზანი კი არ შეცვლილა.

"ქართულ ოცნებაში იმდენად ეჩქარებოდათ ორგანიზაციების დაფინანსების შეზღუდვა, რომ გრანტების კანონში შესული ცვლილებებით ყველანაირი უცხოური ჩარიცხვა მოიცვეს და საელჩოების აუთსორსზე გატანილ კომერციულ სერვისებსაც შეეხნენ.

ცხადია, ეს მათი მიზანი არც იყო და არც არაფერში სჭირდებოდათ. ამიტომაც ახლა მორიგი ცვლილებები დააინიცირეს, ასეთი კონტრაქტები რომ ამოერიცხათ გრანტების კანონიდან. ოღონდ ესეც ისე ცუდად დაწერეს, რომ კიდევ მოუწევთ გასწორება. ისედაც არ ეხებოდათ, მაგრამ მაინც დავწერეთო, როგორც თვითონ ამბობენ, თუმცა რეგულაციები იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ყველანაირი უცხოური ტრანზაქცია შეიძლება მოიცვას და ეს ბოლო ცვლილებაც ამითაა განპირობებული.

სულ ესაა მთელი ამბავი. რეპრესიული კანონის ძირითადი სამიზნე არ შეცვლილა და ამ ინიციატივამაც ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა - დამოუკიდებელმა სამოქალაქო საზოგადოების და მედიაორგანიზაციებმა ისევ ვერ უნდა მიიღონ დაფინანსება. პს. მე ის უფრო მიკვირს, საერთოდ რატომ იფიქრა ვინმემ, რომ ბოლო ცვლილების შემდეგ ოცნება რაიმე გრანტზე გამონაკლისს დაუშვებდა", - წერს სიმონიშვილი.

ცნობისთვის, "ქართულ ოცნებას" გრანტების შესახებ კანონში კიდევ ერთხელ შეაქვს ცვლილებები. ცვლილების თანახმად, გრანტად აღარ მიიჩნევა ის სახსრები, რომლებსაც საქართველოში აკრედიტებული საელჩოები, საკონსულოები ან საერთაშორისო ორგანიზაციები გასცემენ, თუ ეს დაფინანსება უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიის ინტერესებსა და მიდგომებს ემსახურება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics