10:35 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-07 11:41:36, 691 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი: ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში შესაძლოა რამდენიმე ათასი ჯარისკაცი განლაგდეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში მშვიდობის შესანარჩუნებლად შესაძლოა რამდენიმე ათასი ფრანგი ჯარისკაცი განლაგდეს.

მის სიტყვებს Franceinfo ციტირებს.

მაკრონმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საფრანგეთის არმიის „რამდენიმე ათასი ჯარისკაცი“ რუსეთ-უკრაინის საზღვრის კონტროლის ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას.

„ეს ძალები საბრძოლო ოპერაციებში არ მიიღებენ მონაწილეობას“, - ხაზგასმით აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონმა ასევე დასძინა, რომ მისი ქვეყანა უკრაინის არმიის აღდგენაში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ცნობილია, „გადამწყვეტი კოალიციის“ შემდეგ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინაში ჯარებს მომავალი უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში არ გაგზავნის.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ, მისი ქვეყანა უკრაინაში მშვიდობის შესანარჩუნებლად საჰაერო და საზღვაო ძალებს გამოყოფს.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ უკრაინას Gripen-ის გამანადგურებლები და შავი ზღვის განაღმვის რესურსები მიაწოდოს.

ასევე, „მტკიცე ნების კოალიციის“ წევრებმა, უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას უკრაინაში სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics