23:51 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-29 21:43:59, 3677 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის გზავნილების კამპანია დასრულდა - გამოვლინდა 63 გამარჯვებული

საქართველოს ბანკის გზავნილების კამპანია ემიგრანტებისთვის, რომელიც  20 ოქტომბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, წარმატებით დასრულდა.  

კამპანიის ფარგლებში, 63 გამარჯვებული გამოვლინდა.  62 მომხმარებელმა 1,000 ლარი, ხოლო ერთმა - სუპერ პრიზი 10,000 ლარი მოიგო. ჯამურად კი  72,000 ლარი გათამაშდა. კამპანია განკუთვნილი იყო საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ.

გზავნილები საქართველოს ბანკის  პროდუქტია, რომელიც ემიგრანტებს შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად მიიღონ თანხა საკუთარ ანგარიშზე. ის ინტეგრირებულია ბანკის ციფრულ არხებში და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს, მათ შორის, სტანდარტულთან შედარებით, კონვერტაციის უკეთეს კურსს.

“საქართველოს ბანკი, აქტიურ რეჟიმში მუშაობს საზღვარგარეთ მცხოვრები მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. ეს ერთის მხრივ გამოიხატება მობილბანკისა და ინტერნეტბანკის ფუნქციონალების განახლებასა და გამარტივებაში, მეორეს მხრივ კი - სხვადასხვა წამახალისებელი კამპანიების განხორციელებაში.  მოხარულები ვართ, რომ გზავნილის კამპანიაში 25 ათასზე მეტი მომხმარებელი ჩაერთო და ჯამში 63 გამარჯვებული გამოვავლინეთ.მინდა წარმატებები ვუსურვო მათ. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ემიგრანტებისთვის საბანკო ოპერაციების შესრულება კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და კომფორტული გავხადოთ. სამომავლოდ მათთვის კიდევ არაერთი სიახლის შეთავაზებას ვგეგმავთ”, - განაცხადა საქართველოს ბანკის ემიგრანტების საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ნატალია შათირიშვილმა.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics