10:33 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-27 22:30:51, 1606 ნახვა

კომენტარი
ხაჭაპურიძე - ევროკავშირის კონსილიუმს კავშირი აქვს ხელისუფლებასთან, ხელისუფლება ამას მალავს და სხვადასხვა უწყებაში „აბურთავებს“

ევროკავშირის კონსილიუმს ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. არ ვიცით, ვინ არიან შემადგენლობაში. მათ აქვთ ხელისუფლებასთან მიმოწერა, მაგრამ ხელისუფლება ამას მალავს, სხვადასხვა უწყებაში „აბურთავებს“ , - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ დილით შეიძლება გავრცელდეს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალა, ასეთ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი კი როგორც თავად ადვოკატი აღნიშნავს მეორე არ არსებობს.

„წარმოუდგენელია ადამიანი ასეთ სიტუაციაში და ასეთ მდგომარეობაში გყავდეს, რომელზეც უკვე ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დილით შეიძლება გავიღვიძო და გვითხრან, რომ გარდაიცვალა. ასეთ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი დღეს დამერწმუნეთ, მსოფლიოში ალბათ, მეორე არ არსებობს. არ ვიცი რუსეთში თუ ჰყავთ, მაგრამ ვიცი, რომ ნავალნი ასეთ ვითარებაში არ ჰყავთ“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics