15:13 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-23 11:57:18, 2200 ნახვა

სპეციალური ანონსი
ბიზნეს აქსელერატორ „სპარკის“ ხელმძღვანელობა 5-წლიან მუშაობას შეაჯამებს

23 დეკემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ თბილისის მერიისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი - ბიზნეს აქსელერატორ „სპარკის“ 5-წლიანი მუშაობა შეჯამდება.

თბილისის მერიის ცნობით, ანგარიშს წარადგენს „სპარკის“ გენერალური მენეჯერი თამთა გველესიანი, ღონისძიებას ესწრება და სიტყვით გამოვა მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია. 

"ბიზნეს აქსელერატორის შექმნაზე მუშაობა 2018 წელს დაიწყო, ხოლო 2019 წლიდან ამოქმედდა. 
პროექტი ბიზნესის განვითარების სპეციალურ პროგრამებს სთავაზობს დამწყებ ან უკვე მოქმედ, მცირე და საშუალო ბიზნესს და სტარტაპებს. „სპარკი“ არის ჰაბი ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ბიზნეს იდეები, თუმცა, არ აქვთ წვდომა იმ რესურსებთან, რომელთა დახმარებითაც შეიძლება გარდაიქმნას ბიზნეს იდეა ბიზნეს გეგმად და მზად იყოს განსახორციელებლად.

„სპარკის“ სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ბიზნეს იდეები და სჭირდებათ როგორც სამუშაო სივრცეები, ისე პროფესიონალთა დახმარებაც", - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics