10:50 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-09 11:11:12, 2185 ნახვა

სამხედრო
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - პუტინი და მისი გარემოცვა ნაცისტებს კოპირებენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსული ელიტა მეორე მსოფლიო ომის ნაცისტების კოპირებას ახდენენ და ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების ხსოვნას თავიანთი ქმედებებით უზურპირებენ. - ამის შესახებ, 
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა 9 მაისს მიძღვნილ სიტყვაში თქვა.

„უკრაინაში შეჭრით პუტინი, მისი ახლო წრე და მისი გენერლები კოპირებენ 70-წლიან ფაშიზმს და ფაშისტების ტირანიას, იმეორებენ გასული საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმების შეცდომებს“, - თქვა უოლასმა ლონდონში გამოსვლაში აღლუმის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. 

„მათი არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრა უკრაინაში, თავდასხმები უდანაშაულო მოქალაქეებზე და მათ სახლებზე, მასიური სისასტიკე, მათ შორის ქალებისა და ბავშვების მიმართ მიზანმიმართული სისასტიკე - ეს ყველაფერი ანადგურებს მსხვერპლთა ხსოვნას და იმ რეპუტაციას, რომელიც ოდესღაც რუსეთს ჰქონდა მსოფლიოში“, - განაცხადა მინისტრმა. 
შოტლანდიის გვარდიის ყოფილი კაპიტნის, უოლასის თქმით, პროფესიონალი ჯარისკაცები შეშინებულნი არიან რუსული არმიის ქცევით, რომელიც გამუდმებით ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას და ამავდროულად ვერ აღწევს დასახულ მიზნებს.

„ისინი არა მხოლოდ ყველა ნორმის დარღვევით შეიჭრნენ და ჩაიდინეს ომის დანაშაულები, არამედ მათმა ბრძანებამ ჯარისკაცები ისე დააგდეს, რომ მათ სამხედრო სასამართლოში გამოყვანა სჭირდებათ“, - თქვა ბენ უოლესმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი ორბანის არჩევნებში დამარცხებაზე: სიძულვილით გამარჯვება შეუძლებელია
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics