2015-09-28 17:14:25, 1295 ნახვა
სხვადასხვა
ლარის გაუფასურებით გამოწვეული ფინანსური კრიზისი კიდევ ერთ კლინიკას შეეხო
ეკონომიკური კრიზის გამო კიდევ ერთი კომპანია, კლინიკა "გიდ-მედის" ერთი ფილიალი იხურება.
კლინიკის მენეჯერმა მაია ალექსიშვილმა "ექსპრესნიუსთან" ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ ეს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება იყო.
"ფალიაშვილზე მდებარე კლინიკა იხურება. თანამშრომლების გადანაწილებაზე ვიზრუნებთ, უსამსახუროდ არ დარჩებიან. იმის რესურსი გვაქვს, რომ სრულად მოვახდინოთ მათი დასაქმება", _ განმარტა მაია ალექსიშვილმა.
ამჟამად კლინიკა "გიდ-მედი" სამი ფილიალით არის წარმოდგენილი.
ლარის გაუფასურებით გამოწვეული ფინანსური პრობლემა მანამდე კლინიკა „ლანცეტს" შეეხო.
ვრცელდებოდა ინფორმაცია მის დახურვასთან დაკავშირებითაც.
კლინიკის თანამშრომლები მედია საშუალებებთან აცხადებდნენ, რომ კლინიკას ფინასური პრობლემები აქვს და ამის გამო ნაწილ-ნაწილ იყიდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან