10:34 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-01 17:08:41, 14496 ნახვა

კულტურა
კონკურსმა „ქართული ა“ გამარჯვებულები გამოავლინა

შრიფტების კონკურსის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. პროექტი, რომელიც დიზაინერ ზვიად ციკოლიას და თიბისი ბანკის ინიციატივით უკვე მეორედ ტარდება, თიბისის წარმატებული პროექტის #წერექართულად ფარგლებში შეიქმნა.

„ქართული ა“ მიზნად ისახავს ქართული დამწერლობის ადაპტირებას თანამედროვე სამყაროსთან, მის გავრცელებასა და პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კონკურსში გამარჯვებული ახალი ქართული შრიფტები გაციფრულდება და ფონტების სახით მოხმარებაში დაინერგება.

გამარჯვებულები  ჟიურიმ შემდეგ ნომინაციებში გამოავლინა.

  • ლაკონური - (ლაკონური, ადვილად კითხვადი შრიფტი)

1 ადგილი - ალექსანდრე ჩარკვიანი

2 ადგილი - ალექსანდრე ჩარკვიანი

  • აკადემიური - (კლასიკური, აკადემიური შრიფტი)

1 ადგილი - ალექსანდრე ჩარკვიანი

2 ადგილი - სერგო ტიტენკოვი

  • მხატვრული - (მხატვრული შრიფტი)

1 ადგილი - ჯუმბერ ბეჭვაია

2 ადგილი - ლიზი ქანდარია

  • გაკრული - (გაკრული ან ხელნაწერი, ციფრულად კონვერტირებული შრიფტი)

1 ადგილი - ზურაბ მიმინოშვილი

2 ადგილი - ალექსანდრე ჩარკვიანი

  • ფუტურისტული - (ქართული დამწერლობის კონცეპტუალური განვითარება, ქართული შრიფტის ახლებური, ინოვაციური ხედვა)

1 ადგილი - ლაშა გიორგაძე

2 ადგილი - ზურაბ მიმინოშვილი

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics