2019-09-16 12:35:35, 10981 ნახვა
ევროპის ამბები
ჯაფარიძე: ვუსამძიმრებ პირველკლასელების უმრავლესობას მრავალწლიან ციხეში მოხვედრას
"ვუსამძიმრებ პირველკლასელების აბსოლუტურ უმრავლესობას მრავალწლიან ციხეში მოხვედრის გამო. თქვენ გელით საკუთარი მშობლების და ბებია-ბაბუას მიერ შექმნილი ჯოჯოხეთის გავლა, სადაც:
- დაგამცირებენ
- მოგექცევიან როგორც მონებს
- დაგაზეპირებინებენ სრულიად გამოუსადეგარ ზღვა ინფორმაციას
- არ მოგცემენ განვითარების შესაძლებლობას იმ მიმართულებებით, რომლებიც გაინტერესებთ
- გასწავლიან ფარისევლობას
- დაგაკარგვინებენ აზროვნების უნარს
- შეგაზიზღებენ სწავლას და ფიქრს
- შეგაზიზღებენ დილით გაღვიძებას
- საბოლოო ჯამში გაგწირავენ წარუმატებლობისთვის და სიღარიბისთვის
და ამ ყველაფერს თავად თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუა დააფინანსებენ. ბოდიში რომ ჯერ კიდევ ვერ შევძელით თქვენი დახსნა".
"გირჩის" დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე პირველკლასელებს მიმართავს.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან