2015-01-22 15:12:22, 1273 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა შესაძლოა ევროსაბჭოს წევრობაზე უარი თქვას
რუსეთის სათათბიროს სპიკერის სერგეი ნარიშკინის განცხადებით, შესაძლოა რუსეთის ფედერაციამ ევროსაბჭოს წევრობაზე უარი თქვას.
ნარიშკინის თქმით, თუ რუსეთი საჭიროდ ჩათვლის, რომ ევროსაბჭოს წევრობა ქვეყნისთვის უინტერესო იქნება დატოვებს ევროსაბჭოს.
"ევროსაბჭოს ნებისმიერ წევრს აქვს უფლება, დატოვოს ეს ორგანიზაცია, თუ ის ჩათვლის, რომ ან შეუძლებელია ან უინტერესოა წევრობა. თუ რუსეთი მივა ასეთ დასკვნამდე, შესაძლოა, ჩვენც დავდგეთ ამ გადაწყვეტილების წინაშე," - აღნიშნა ნარიშკინმა.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეამ აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის მიღებამ რუსული დელეგაციის პროტესტი გამოიწვია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან