2015-06-23 09:50:57, 1116 ნახვა
სხვადასხვა
PUMA-ს ტიპის ფრანგული ვერტმფრენები შსს-ს გადაეცემა
PUMA-ს ტიპის ფრანგული ვერტმფრენები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ახლა შსს-სა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ვერტმფრენების გადასაცემად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.
"ეს გადაწყვეტილია, ჯერ გადმოცემული არ არის, მაგრამ სამაუშაოები მიმდინარეობს ეკონომიკის სამინისტროსთან.მიმართულება ერთ-ერთი მთავარი რაც არის ჩვენი და ყველაზე დიდი დატვირთვით გამოიყენებს მას სამაშველო სამსახური, სასაზღვრო მონიტორინგი, როდესაც ხდება საზღვრის შემოწმება. ეს არის ყევლაზე დიდი მოთხოვნა ჩვენს ქვეყანაში",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან