2019-03-18 20:25:56, 4244 ნახვა
სპორტი
იტალიური პრესა თბილისის დინამოს კორუფციაში ადანაშაულებს
საკმაოდ უსიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება იტალიურ პრესაში, კერძოდ ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით. ნორჩი დინამოს ახალგაზრდულმა გუნდმა იტალიაში გამართულ ვიარეჯოს თასზე იასპარეზა.
ჯგუფურ ეტაპზე ქრთულმა კლუბმა სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივეში დიდი ანგარიშით დამარცხდა. იტალიურ ტორინოსთან 1-7, ბრაზილიურ პარანაესთან 1-4 ხოლო იტალიურ რიეტისთან 1-5.
ფედერბეთზე დაყრდნობით იტალიური გვერდი agimeg.it ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართული გუნდის ჰანდიკაპით წაგებაზე საკმაოდ დიდი თანხები დაიდო, როგორც მატჩის წინ, ასევე Live რეჟიმში. ძირითადი ფსონები აღმოსავლეთ ევროპის და აზიის ტოტალიზატორებში განთავსდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ნორჩი დინამოს მთავარმა გუნდმა სახელი გადაიქრვა და თბილისის მერანის სახელით ასპარეზობს.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან