2015-01-21 13:38:06, 1347 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი: დასავლეთი რუსეთის ეკონომიკურად გაგუდვას და პუტინის ჩამოგდებას ცდილობს
„დასავლეთი რუსეთის ფედერაციის ეკონომიკურად გაგუდვას და პრეზიდენტ პუტინის ჩამოგდებას ცდილობს“,-ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტთან“ საუბრისას განაცხადა.
პესკოვის განცხადებით, დასავლეთის მიზანია, რუსეთის ხელისუფლების დამხობა და ვლადიმერ პუტინის იზოლირება.
„დასავლეთის ქვეყნები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე კონფლიქტს იყენებენ.უკრაინის კრიზისის მოგვარების შემთხვევაშიც კი დასავლეთი რუსეთს არ შეეშვება“,-დასძინა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია. დონეცკის აეროპორთან პრორუსი სეპარატისტები საბრძოლო მოქმედებებს აგრძელებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან