2015-01-20 17:33:18, 716 ნახვა
საზოგადოება
გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილი მესაფლავეებმა იპოვეს
კასპში, ყარაფილაში მდებარე სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილი მესაფლავეებმა იპოვეს.
მათი თქმით, ზურა ვაზაგაშვილის საფლავიდან აფეთქების ხმა შემოესმათ, შემდეგ კი მესაფლავეებმა დაიძახეს, რომ “იურა მოკვდა”.
პოლიციამ კასპში, ყარაფილაში მდებარე სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია, სადაც იური ვაზაგაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, მოსახლეობას უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაატოვებინა.
პოლიციის განმარტებით, სასაფლაოს ადგილი შეიძლება დანაღმული იყოს, ამიტომაც შემთხვევის ადგილას მისულ ადამიანებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან