2015-05-11 17:17:05, 1091 ნახვა
სხვადასხვა
ქართველი მოქალაქეები თურქული გემის დაბომბვის შედეგად არ დაშავებულან
ლიბიის წყლებში მცურავი თურქული გემის დაბომბვის შედეგად ქართველი მოქალქეები არ დაშავებულან.
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
„ჩვენს მოქალქეებს რაიმე პრობლემა არა აქვთ, მათი ჯანმრთელობა არის ნორმალური. გემი დაზიანებულია, ფაქტიურად არის ავარიულ მდგომარეობაში გადაყვანილი. ჩვენ შევატყობინეთ შესაბამის უწყებებს როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღავრს გარეთ“,-განაცხადა მამუკა ახალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თურქული სატვირთო გემზე საჰაერო იარიში მიიტანეს.
ინცინდენტი ლიბიის ქალაქ ფობრუკის მახლობლად მოხდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან