2015-01-15 14:04:57, 998 ნახვა
პოლიტიკა
ბერუჩაშვილი: მინისტრების პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით, კოორდინირებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე მინისტრების დასწრებასთან დაკავშირებით, მთავრობაში კოორდინირებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
ამის შესახებ ბერუჩაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.
„მგონი ეს არ არის ყველაზე მნშვნელოვანი საკითხი საქართველოში. ამ თემასთან დაკავშირებით იქნება კოორდინირებული გადაწყვეტილება მიღებული და შესაბამისად მოვიქცევით“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა
ცნობისთვის, თებერვალში, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური შემაჯამებელი სიტყვით წარსდგება. ჯერჯერობით უცნობია დაესწრებიან თუ არა პრეზიდენტის ამ გამოსვლას მინისტრთა კაბინეტის წევრები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან