2015-01-13 20:24:27, 1134 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს ხორვატიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
„თქვენო აღმატებულებავ, გულწრფელად გილოცავთ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას თქვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. დარწმუნებული ვარ, მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება, ხოლო ჩვენი თანამშრომლობა გაღრმავდება ჩვენი სახელმწიფოების საკეთილდღეოდ. თქვენო აღმატებულებავ, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას და გისურვებთ თქვენ და ხორვატ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან