12:18 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 15:06:34, 839 ნახვა

საზოგადოება
მერია ელბაქიძის ქუჩაზე დაზიანებული გზის ნაწილის აღსადგენად 300 ათასი ლარის გამოყოფას ითხოვს

მერია ელბაქიძის ქუჩაზე  დაზიანებული გზის ნაწილის აღსადგენად 300 ათასი ლარის გამოყოფას ითხოვს
აღნიშულ  საკითხზე თბილისის  საკრებულოს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.
 გზის აღსადგენად 300 ათასი  ლარის გამოყოფის საკითხი მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ წამოიყენა, თუმცა როგორც მან აღნიშნა საბოლოო ფასი ჯერ დადგენილი არ არის და მას ბიუროს შემდეგ სხდომაზე წამოაყენებენ.
მან ასევე, საკრებულის დეპუტატებს პირობა მისცა, რომ გზის  აღდგენითი სამუშაოები დაჩქარებული წესით განხორციელდება.
 გარდა ამისა, როგორც სუდაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ელბაქიძის ქუჩაზე, სადაც სავალი გზის ნაწილი დაზიანდა, შესაძლოა კედლის შენობამდე ხელოვნურად მორღვევის საჭიროება შეიქმნას.
„ალბათ წინასწარი მონაცემებით  კედლის შენობამდე მორღვევა მოგვიწევს. ეს არ იქნება მხოლოდ იმ კონკრეტული ჩანგრეული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები. მუშაობა ნამდვილად 24 საათიან რეჟიმში იქნება, თითოეულ ნაბიჯს გავაკონტროლებთ, ჩვენ არც ადამიანურ რესურსებს დავზოგავთ, რაც შეეხება თანხას, ჩვენთვის ამ ეტაპზე მისაღებია, რომ მოგვეცეს უფლება 300 ათასი ლარი დაიხარჯოს, თუმცა საპროექტო ფასი დაახლოებით ხვალისთვის გვექნება მზად, რომელსაც ბიუროს ხელმეორედ მივაწვდით. საბოლოო ჯამში რა დაგვიჯდება კედლის აღდგენა თავიდან ბოლომდე ჯერჯერობით უცნობია.თითოეული დახარჯულ ლარზე წარმოგენილი იქნება დოკუმენტაცია,რომელიც ექსპერტების მიერ იქნება შეფასებული“,-განაცხადა სუდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ელბაქიძისქუჩაზე  წყლის უხვი რაოდენობის გამო, სავალი გზის ნაწილი ჩამოინგრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics