10:36 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 21:16:49, 1027 ნახვა

სხვადასხვა
თბილისის მერი „ეტალონის“ფინალურ კონკურსს დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია სპორტის სასახლეში გამართულ  სატელევიზიო პროექტ  „ეტალონის“  ფინალურ შოუ-კონკურსს დაესწრო.

დავით ნარმანიამ სპორტის სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას  სიტყვით მიმართა და კონკურსის მონაწილეებს  წარმატება უსურვა. თბილისის მერის  თქმით, ინტელექტუალურ-შემეცნებითი გადაცემა  „ეტალონი“ ხელს უწყობს ახალგაზრდებში განათლებისა და წიგნის პოპულარიზაციას, მოტივაციის გაძლიერებას, სწორედ ამიტომ აღნიშნული პროექტი აქტუალობას წლების შემდეგაც არ კარგავს. მისივე თქმით, ეტალონი უნდა იქცეს მაგალითად და შეიქმნას არაერთი მსგავსი სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტი, თბილისის მერია კი აღნიშნული პროექტების აქტიური მხარდამჭერი იქნება.

თბილისის მერიას  "ეტალონის" ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა "ეტალონის ქომაგის" ტიტული მიანიჭა და შესაბამისი სიგელი დავით ნარმანიას გადასცა. „ეტალონის“ ფინალურ კონკურსში თბილისის 10-ვე რაიონსა და ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების 82 მოსწავლე მონაწილეობდა.

ღონისძიებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics