10:17 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-01 22:45:42, 5765 ნახვა

პოლიტიკა
ოცნება ევროსაბჭოს კონგრესში ორბანის პოლიტიკურ ჯგუფში გაწევრიანდა

თბილისის საკრებულოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე შეიქმნა ახალი პოლიტიკური ჯგუფი - "პატრიოტები ევროპისთვის კონგრესში", რომელშიც ქართული ოცნება გაწევრიანდა.

"პატრიოტები ევროპისთვის კონგრესში" 6 ქვეყნის - საქართველოს, უნგრეთის, ავსტრიის, ჩეხეთის, იტალიისა და ესპანეთის პოლიტიკური ფრაქციების წარმომადგენლებისგან შედგება. 

ინფორმაციის თანახმად, ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტად თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ვარდოსანიძე აირჩიეს. ჯგუფის ხელმძღვანელი კი ვიქტორ ორბანის პარტიის წევრი ანა მაგიარი იქნება.

"ჯგუფის მიზანი სუვერენიტეტის მომხრე, პატრიოტი ევროპელი პოლიტიკოსების თანამშრომლობის გაძლიერებაა. ჯგუფი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე იმუშავებს და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე კონგრესში აღნიშნულ პოლიტიკურ ჯგუფში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლების მოსაზრებების გაჟღერებას უზრუნველყოფს", - ნათქვამია თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა 2024 წელს ავტსრიის ულტრამემარჯვენე და ჩეხ ანდრეი ბაბიშის "უკმაყოფილო მოქალაქეთა მოძრაობასთან" ერთად შექმნა ალიანსი - "პატრიოტები ევროპისთვის".

ეს ინიციატივა ვიქტორ ორბანმა მას შემდეგ დააყენა, რაც პარტია Fidesz-ს 2019 წელს შეუჩერდა ევროპის მთავარი მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური ჯგუფის ევროპის სახალხო პარტიის წევრობა და საბოლოოდ დატოვა 2021 წელს, რის შემდეგად პოლიტიკური ოჯახის გარეშე იყო დარჩენილი.

"პატრიოტები ევროპისთვის" აცხადებენ, რომ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ფარგლებში შექმნილი პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში არსებული "პატრიოტები ევროპისთვის" - "უმცროსი ძმაა".

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტში "პატრიოტები ევროპისთვის" წევრია ბაშარ აშარ ალ ასადის და ვლადიმერ პუტინის მოკავშირედ ცნობილი ფრანგი ევროპარლამენტარი ტიერი მარიანიც, რომელიც ქართული ოცნების მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩევა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics