10:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-27 15:28:01, 1076 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ავალიანის დედის ცნობით, საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე Facebook-ზე ავრცელებს და აცხადებს, რომ დაკავებულია - ლუკა კლადკინი.

მისივე თქმით, ის სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლის ბრალდებით დააკავეს.

ფორმულა დაუკავშირდა შესაბამის უწყებას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და მასალა მიღებისთანავე განახლდება.

25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც თბილისში რამდენიმე დღით ადრე თავს დაესხნენ.

არსებული ცნობით, მას 3 ოქტომბერს ჩაუსაფრდნენ, სცემეს და მძიმე დაზიანებები მიაყენეს.

გიგა ავალიანი კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics