2026-01-09 00:52:14, 1698 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმი აპირებს კიევს უძლიერესი ძალით დაარტყას - აშშ კიევში მოქალაქეებისადმი მიმართვას ავრცელებს
აშშ-ს საელჩომ კიევში უსაფრთხოების გაფრთხილების განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ს საელჩომ პოტენციურად მოსალოდნელი მნიშვნელოვანი საჰაერო შეტევის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
განცხადების თანახმად, შეტევა მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს შესაძლოა მოხდეს.
"საელჩო, როგორც ყოველთვის, ურჩევს აშშ-ს მოქალაქეებს იყვნენ მზად დაუყოვნებლივ თავშესაფარში გადასასვლელად, თუ საჰაერო განგაში გამოცხადდება," - ნათქვამია განცხადებაში.
საელჩო აშშ-ს მოქალაქეებს მოუწოდებს ისეთი ზომების მიღებას, როგორიცაა განგაშის შემთხვევაში თავშესაფრის ადგილების წინასწარ განსაზღვრა, წყლის, საკვების და მედიკამენტების მარაგის შენახვა, მობილურისთვის სანდო საჰაერო განგაშის აპლიკაციის ჩამოტვირთვა და სხვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,