2025-10-31 13:18:07, 1755 ნახვა
კომენტარი
ჭყონია კორუმპირებულ ოცნების მაღალჩინოსნებზე - ასეთი მსხვილი თანხა ჩვენს ქვეყანაში მოსაპარად კი არა საშოვნელადაც კი ჭირს
ამხელა თანხები თუ თუ არსებობდა საქართველოში მოსაპარად, ვერ წარმომედგინა - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჭყონია გამოეხმაურა ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციულ საქმეებს და თქვა, რომ ასეთი მსხვილი თანხა ჩვენს ქვეყანაში მოსაპარად კი არა საშოვნელადაც კი ჭირს.
საშინელებაა რასაც ვიგებთ (ყოფილ მაღალჩინოსნებზე). რა დონეზე გაჩერდება ეს თემა არ ვიცი, მაგრამ ის, რომ ამხელა კორუფცია იყო, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რასაც მე კორუმპირებულებს ვუყურებ, ასეთი კორუფცია ვერც წარმომედგინა თუ არსებობდა და ვერ წარმომედგინა ამხელა თანხები თუ არსებობდა საქართველოში საერთოდ მოსაპორადაც, არათუ საშოვნელად. რა დონეზე შეჩერდება ეს კორუფცია არ ვიცი, ვთქვათ სულ მაშალონებზე იქნება, დავლენ პარლამენტში არსებული მილიონერების დონეზე, თუ არვიცი", - ამბობს ჭყონია
ავტორი: ექსპრესნიუსი,