2025-05-04 12:00:47, 3154 ნახვა
სხვადასხვა
Amnesty - ქართული მედია მთავრობის მიერ მშვიდობიან პროტესტზე თავდასხმის წინა ხაზზე იმყოფება
ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადებით, ქართული მედია ხელისუფლების მშვიდობიან პროტესტზე თავდასხმის წინა ხაზზე იმყოფება.
"პოლიცია ჟურნალისტებს აქციების გაშუქებაში მიზანმიმართულად უშლის ხელს, მათ შორის, უკანონო ძალის გამოყენებით". - წერია ორგანიზაციის ანგარიშში.
Amnesty International გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის შესახებაც წერს.
"ცნობილი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც პროტესტს შეუერთდა, ამჟამად დაკავებულთაგან ერთ-ერთია და მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით მიმდინარეობს". - წერს უფლებადამცველი ორგანიზაცია.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მთელ რეგიონში საიმედო ინფორმაციაზე წვდომა სულ უფრო იკლებს, მაშინ როცა "დეზინფორმაცია საზოგადოებრივ სივრცეში სულ უფრო დომინანტური ხდება".
ავტორი: ექსპრესნიუსი,