04:53 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-21 09:59:20, 2651 ნახვა

სპეციალური ანონსი
თბილისში დღეს რამდენიმე საპროტესტო მარში გაიმართება

დღეს, 21 დეკემბერს თბილისში რამდენიმე მარში გაიმართება.

უწყვეტი პროტესტის 24-ე დღეს ხალხი ქუჩაში დღის სხვადასხვა მონაკვეთსა და სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბება.

გთავაზობთ საპროტესტო აქციების განრიგს:

10:00 - მანქანების კოლონა ქუთაისიდან - ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან თბილისისკენ

12:00 - უძრავი და მოძრავი ქონების ექსპერტ-შემფასებლების მარში - იუსტიციის სახლი;

12:00 - ამერიკის საელჩოს წინ;

13:00 - გაფიცვა;

14:00 - კახა ბენდუქიძის კამპუსის - კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსიდან საქალაქო სასამართლომდე;

14:00 - სოციალური მუშაკების შეკრება - თსუ I კორპუსი;

15:00 - მასწავლებელთა მარში - ვასო აბაშიძის სახელობის თეატრიდან აღმაშენებლის გამზირამდე;

15:00 - ქუთაისელების მარში - გაბრიაძის თეატრიდან საქართველოს პარლამენტამდე;

16:00 - იოგის მოყვარულთა და პროფესიონალთა მარში - დინამოს სტადიონიდან საქართველოს პარლამენტამდე;

16:00 - სვანების მარში - ფილარმონიიდან საქართველოს პარლამენტამდე;

17:00 - აჭარლების მარში - ევროპის მოედანი;

17:00 - გაფიცული სტუდენტებისა და ლექტორების მარში - ფილარმონიიდან საქართველოს პარლამენტამდე;

17:00 - მოდის ინდუსტრიის პროტესტი - ვაკის პარკიდან საქართველოს პარლამენტამდე;

18:00 - არაგველების მარში - ბუკიას ბაღიდან საქართველოს პარლამენტამდე;

18:00 - იმერლების მარში - მარჯანიშვილის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე;

18:00 - რაჭველების მარში - ვაკის პარკიდან საქართველოს პარლამენტამდე;

18:00 - ქართლელების მარში - მზიურის პარკიდან საქართველოს პარლამენტამდე;

18:00 - ტატუ არტისტების და ტატუ მოყვარულთა მარში - ფილარმონიიდან საქართველოს პარლამენტამდე;

19:00 - მესხების მარში - რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე;

19:00 - მეგრელების მარში - თსუ-ს I კორპუსი;

19:00 - ქართველი გეიმერები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ - რუსთაველის მეტროდან საქართველოს პარლამენტამდე;

19:00 - ISET მარში - მიხეილ ზანდუკელის ქუჩა 16;

20:00 - მოცეკვავეების მარში - ფილარმონიიდან საქართველოს პარლამენტამდე;

თბილისში საერთო აქცია 19:00 საათზე, პარლამენტთან დაიწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics