2024-08-01 17:41:27, 1110 ნახვა
სპეციალური ანონსი
5 აგვისტოს, მთა ჩირუხში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება
5 აგვისტოს, მთა ჩირუხში სახალხო დღესასწაული “შუამთობა“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ადგილზე მოსულ სტუმრებს ადგილობრივი ფოლკლორი, კულტურულ-სპორტული სანახაობა, ეთნოგრაფია, სამზარეულო, ყოფითი და სამეურნეო ტრადიციები და საბავშვო-გასართობი აქტივობები დახვდებათ. ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს მუსიკალური ჯგუფი “ურსა“, მომღერალი თამუნა მიქელაძე, ადგილობრივი ანსამბლები: “ზე-კართან“, “მარეთი“ და გოგონათა ბენდი “117“.
“არ გამოტოვო მრავალი სიურპრიზით, სიახლითა და პოზიტივით დატვირთული დღეები.
2-10 აგვისტო - კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ყველა მთაში გაიმართება.
ძირითადი გზავნილი - ტრადიციების შენარჩუნება იქნება!
შემოგვიერთდით და გახდით დღესასწაულის ნაწილი“,- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),