2015-02-02 11:35:25, 1094 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო მონეტარული პოლიტის გამკაცრებას მიესალმება
ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას დადებითად აფასებს.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
თუმცა,კაკაურიძის განცხადებით, რა ნიშნულზე დასტაბილურდება ეროვნული ვალუტა, ამის პროგნოზირება შეუძლებელია.
„ეროვნული ბანკი, ყოველდღიურ რეჟიმში იმის გათვალისწინებით, როგორია გაცვლითი კურსი, რა პროცესები მიმდინარეობს, როგორ მიმდინარეობს ვაჭრობა, მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა მოცულობით გამოუშვას დოლარი ბაზარზე. ანუ წინასწარ იმის თქმა, რა კონკრეტულ ნიშნულზე მივა ლარი, შეუძლებელია“, –აღნიშნა კაკაურიძემ.
შეგახსენებთ, ბოლო ორი თვის განმავლობაში ლარმა გაუფასურება დაიწყო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამ ეტაპზე 1 დოლარის ღირებულება 2.05 ლარია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან