03:11 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-08 17:03:48, 2276 ნახვა

ნიკა მელია - ივანიშვილს საღამო 8 საათამდე ვაძლევთ დროს, გადააყენოს თამარ ჟვანია

„ივანიშვილს საღამოს 8 საათამდე ვაძლევთ დროს, გადააყენოს თამარ ჟვანია“, - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა ნიკა მელიამ ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილის ბოროტების თანამონაწილე ყოველი ქართველია და ეს უნდა დასრულდეს.

„დიდი მადლობა, რომ არსებობთ. დღეს ჩვენ აქ საქართველო, ისტორიის სწორ მხარეს მდგარი საქართველო შევიკრიბეთ, თავისუფალი საქართველო შევიკრიბეთ, ჩვენი ქვეყნის ამაყი და უდრეკი შვილები შევიკრიბეთ.

თუმცა ძალიან განრისხებული შვილები, იმიტო, რომ ჩვენი წინა თაობების მთელ მონაპოვარს წყალში გადაყრას უპირებს ოლიგარქი.

თავისუფლება გვინადგურებს, ქვეყანას გვპარავს, მოვამავალს ძარცვავს, მეგობრებო ამ ყველაფერს ჩვენი თანდასწრებით აკეთებს, ჩვენც იქ ვართ, როდესაცას ამას აკეთებს.

ჩვენ არამარტო ვხედავთ ამ ბოროტებას, თანამონაწილეებიც ვართ, მონაწილეობას ვიღებთ ამ ბოროტებაში და მივიღებთ მანამ, სანამ მედგრად და აუღევლებლად, თუმცა მტკიცეთ ამ ბოროტებას წინ არ აღვუდგებით.

მომავალ დროში საუბრის დრო აღარ არის, დღეს აქ რეალური საქართველოა, ეს არის ნამდვილი სახალხო კრება, მრავალ ეთნიკური ქართველი ხალხისა, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას აცხადებს არალეგიტიმურად.

ყველა უნდა გამოვიდეს ქუჩაში, პირველ ნოემბერს საარჩევნო ომის შემდეგ ჩვენ აქ შევიკრიბეთ, დღეს კიდევ უფრო მეტნი ვართ და უფრო მეტი უნდა გამოვიდეთ, ყველა ქუცაში.

საღამოს 8 საათამდე ჩამოყალიბდეს ივანიშვილი, გადააყენოს ჟვანია და ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლები თქვენი სახელით მზად ვართ შევხდეთ ივანიშვილს, ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე“, -  განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics