2015-09-08 16:40:47, 1717 ნახვა
რეგიონი
ცხემლვანას გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი პირველად მოასფალტდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ სურმანიძემ, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსთან რუსლან ქორიძესთან, ქობულეთის გამგებელთან სულხან ევგენიძესთან და ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან სულხან ოქროპირიძესთან ერთად ქობულეთი-ჭახათი-ცხემლვანას საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მოინახულა.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქობულეთი-ჭახათი-ცხემლვანას საავტომობილო გზაზე, სადაც ასფალტის საფარი არასდროს დაგებულა, 4300 მეტრ სიგრძეზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „კომპანია ბლექ სი გროუპი“ აწარმოებს. დასაქმებულია 15 ადამიანი, მათ შორის 8 ადგილობრივია. ჩასატარებელი სამუშაოების საერთო ღირებულება ტენდერის მიხედვით 1 081 607 ლარს შეადგენს.
სამუშაოების დასრულების ბოლო ვადა 2015 წლის 22 სექტემბერია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან