13:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 11:54:38, 1241 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

რუსეთიდან რიგით მეთორმეტე ჰუმანიტარული დახმარების  სატვირთო მანქანების კოლონა დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების დასახმარებლად  უკრაინისკენ მიემართება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სატვირთოები როსტოვის რეგიონში გაჩერდებიან, სადაც ჰუმანიტარული ტვირთით სხვა ავტომობილებიც მივლენ და დახმარების განაწილება იქიდან მოხდება.

 „როსტოვის რეგიონში უკვე მე-12 ჰუმანიტარული კოლონა ჩავიდა, საიდანაც  საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები სხვადასხვა რეგიონს მიეწოდება“,-ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა, უკრაინის ანტიტერორისტული შტაბის განცხადებით, რუსეთი მსგავსი ქმედებით  პროვოკაციას ამზადებს, რათა უკრაინაში დამატებითი სამხედრო ძალები შეიყვანოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics