2020-04-16 18:42:07, 14978 ნახვა
High - Tech
Apple-ის წითელი პროდუქციის გაყიდვებიდან პროცენტს COVID-19-თან ბძოლას მოახმარს
კომპანია Apple-ის წითელ პროდუქციას (PRODUCT)RED ბევრი ხმარობს, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ამ პროდუქციის შეძენისას თქვენ ქველმოქმედი ხდებით. საქმე იმაშია, რომ "კუპერტინო" 2006 წლიდან წითელი პროდუქციიდან დარჩენილი სუფთა მოგებიდან 15% აივ ინფექციასთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის საერთაშორისო ფონდში რიცხავს. ეს ეხება Apple-ის ყველა იმ პროდუქტს, რომელსაც ნიშანი (PRODUCT)RED გააჩნია.
2020-ში კომპანიამ მიდგომა გადააფასა და დღეიდან , ამა წლის 30 სექტემბრამდე ყველა გაყიდული პროდუქტი ნიშნით (PRODUCT)RED, COVID-19-თან ბრძოლასაც დაეხმარება. ამ დროს კომპანია აივ ინფექციასთან და სხვა დღემდე განუკურნებელ დაავადებებთან ბრძოლას არ წყვეტს და აქამდე ნაკისრ საქველმოქმედო ვალდებულებებს ისევ დღის წესრიგში ტოვებს.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან