10:32 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-15 11:09:14, 10337 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - მეორე პაციენტს, რომელსაც ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, პირველადი ტესტირებით კორონავირუსი არ უფიქსირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი, რომელსაც ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, პირველადი ტესტირებით უარყოფით პასუხს აჩვენებს.

მისი თქმით, პაციენტს 24 საათის ინტერვალში განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება და კვლავ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტი გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.  

„მეორე პაციენტი, რომელსაც აქვს ირანში მოგზაურობის ისტორია, მასთან მე-15-ე დღეს ჩატარდა ტესტირება კორონავირუსზე და პირველადად მიღებული იქნა უარყოფითი პასუხი. ჩვენ ვიცით, რომ პირველადად მიღებული უარყოფითი პასუხი ძალიან კარგია, მაგრამ 24 საათის ინტერვალში უნდა გაკეთდეს განმეორებითი ტესტირება და განმეორებითი ტესტირების შემდეგ მიღებული უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ვიტყვით, რომ ეს პაციენტიც გამოჯანმრთელდა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics