15:18 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-27 12:43:57, 910 ნახვა

პოლიტიკა
აშშ 30 მარტიდან სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ახალი რეგულაციების მიხედვით, სავალდებულო ხდება ვიზის განმცხადებლების სოციალური აქტივობის მონიტორინგი - მათ შორის, სოციალურ ქსელებში აქტივობა. ეს პრაქტიკა აქამდე ძირითადად სასწავლო ვიზებზე ვრცელდებოდა, ახლა კი სამუშაო და დიპლომატიურ ვიზებზეც გავრცელდება.

სავარაუდოდ, კონსულს გადაწყვეტილების მისაღებად - გასცემს თუ არა ვიზას - რამდენიმე სამუშაო დღე ან მეტი დასჭირდება.

რეგულაციები ძალაში 30 მარტიდან შევა.

სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ იყენებს ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას ვიზების შემოწმებისა და სკრინინგის პროცესში, რათა გამოავლინოს აპლიკანტები, რომლებიც აშშ-ში შესასვლელად არ დაიშვებიან, ასეევ, მათ შორის ისინიც, ვინც შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდნენ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის. 

სახელმწიფო დეპარტამენტი იმეორებს, რომ თითოეული ვიზის განხილვა წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების გადაწყვეტილებას. 

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე ვიზის გაცემის პროცესში, რათა დარწმუნდეს, რომ აშშ-ში შემოსვლის მსურველებს არ აქვთ ამერიკელებისა და ქვეყნის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების განზრახვა, და რომ ყველა აპლიკანტი სარწმუნოდ ადასტურებს თავისი მოთხოვნილი ვიზის შესაბამისობას, მათ შორის იმას, რომ ისინი გეგმავენ საქმიანობას, რომელიც შეესაბამება მათი დაშვების პირობებს", - აღნიშნულია სახ.დეპის განცხადებაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics