10:08 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-04 16:05:08, 1571 ნახვა

ეკონომიკა
ყაზახი ბლოგერები და ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

ყაზახი ბლოგერები აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. ისინი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით მოგზაურობენ. ბლოგერებმა უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ადგილები და აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა. ისინი ასევე ეწვევიან ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოსა და პეტრას ციხეებს, მთიან აჭარას და ადგილობრივ ღვინის მარნებს. აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ინფლუენსერები ასიათასობით გამომწერს უზიარებენ. პარალელურად, რეგიონს სტუმრობს ყაზახი ტუროპერატორებიც, რომლებიც აჭარის შესახებ მომზადებულ ტურპაკეტებს ყაზახ ტურისტებს შესთავაზებენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა სამიზნე აუდიტორიას მივაწოდოთ ინფორმაცია აჭარის მრავალფეროვანი სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების შესახებ. შესაბამისად,  ვაგრძელებთ სამიზნე ქვეყნებიდან ინფლუენსერებისა და ტურისტული კომპანიების მოწვევას, რომლებიც პოტენციურ ტურისტებს საინტერესო ტურისტულ პაკეტებს შესთავაზებენ ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობის შესახებ და ასიათასობით გამომწერს გაუზიარებენ აჭარაში მოგზაურობის ემოციებსა თუ შთაბეჭდილებებს,“ აცხადებს თინათინ ზოიძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

"როგორც გამოცდილი ინფლუენსერი, რომელმაც უკვე 53 ქვეყანაში ვიმოგზაურე, რეკომენდაციას ვუწევ ტურისტებს ჩამოვიდნენ ბათუმში, დაისვენონ შავ ზღვაზე და გამოსცადონ საოცარი ქართული სტუმართმოყვარეობა. რადგან ბათუმი შავ ზღვაზე მდებარეობს, დღის განმავლობაში ტურისტებს შეუძლიათ ზღვით ისიამოვნონ, შემდეგ კი უგემრიელესი კერძები დააგემოვნონ, რასაც აქ მდებარე უამრავი რესტორანი სთავაზობს მათ. აქვეა ულამაზესი ტურისტული ადგილები და ღირსშესანიშნაობებიც. ვფიქრობ, ერთი კვირით მაინც უნდა ესტუმრო ბათუმს, რომ კარგად დასვენება და მთაში მოგზაურობაც შეძლო. “ ამბობს საულ სერგაზინოვა,  ყაზახი ინფლუენსერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics