20:52 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 13:27:12, 865 ნახვა

რეგიონი
ოთარ დანელია შიდა ქართლში სამელიორაციო სამუშაოებს გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხასთან სარწყავი სისტემების საექსპლუატაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ საექსპუატაციო სამუშაოების ფარგლებში სოფელი ცხრამუხას ტერიტორიაზე ტაშისკარის სარწყავი სისტემის ორი გამანაწილებლის 7  კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს. 

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გამანაწილებელი არხები ემსახურება 900 ჰეტქარი მიწის ფართობის ირიგაციას. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფლის მოსახლეობას - დაახლოებით 250 კომლს  საშუალება ექნება  120 ჰექტარ მიწის ფართობზე აღადგინოს სასოფლო-სამურნეო საქმიანობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ განხორციელებულა. მიმდინარე სამუშაოები, რომლის ღირებულება 26 000 ლარია, მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს დასრულდება.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შიდა ქართლში სამელიორაციო სისტემების მიმდინარე სარეაბილიტაციო  სამუშაობის შესახებ.

2012 წელს შიდა ქართლის რეგიონში წყალუზრუნველყოფილი იყო 11 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი. უკანასკნელ 3 წელიწადში  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 30 სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სამუშაოები ჩაუტარდა 380 კმ. საირიგაციო არხს. რის შედეგადაც  რეგიონში  წყალუზრუნველყოფილი სავარგულების ფართობი 18 700 ჰექტრამდე გაიზარდა.

დღეისათვის შიდა ქართლში მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 1 სარეაბილიტაციო პროექტი. მიმდინარე წლის განმავლობაში  იგეგმება 12 გარდამავალი სარეაბილიტაციო პროექტის დაწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics